ნატო გრენლანდიას, დანიასა და აშშ-ს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება
ნატო გრენლანდიას, დანიასა და აშშ-ს შორის მიღწეულ უსაფრთხოების შეთანხმებას მიესალმება.
როგორც ალიანსში განაცხადეს, შეთანხმება ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას.
„არქტიკასა და ჩრდილოეთ ატლანტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას ამ უაღრესად მნიშვნელოვან რეგიონში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ნატო-ში ასევე განმარტეს, რომ ალიანსი არქტიკაში უსაფრთხოების გაძლიერებაში წვლილის შეტანას განაგრძობს.
აშშ-მა და დანიამ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, შეთანხმებას მომავალ კვირას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მოაწერენ ხელს.