ნატო ჩხეიძე - „იბერიის" საქმეზე სრული დუმილი იყო იმ პარტიის მხრიდან, რომლის წევრიც ვიყავი და იძულებული გავხდი, იქიდან წამოვსულიყავი
ნატო ჩხეიძე - „იბერიის" საქმეზე სრული დუმილი იყო იმ პარტიის მხრიდან, რომლის წევრიც ვიყავი და იძულებული გავხდი, იქიდან წამოვსულიყავი

როდესაც შენს გუნდში არაფერს ამბობენ და შეიძლება, კულუარებში იმასაც მიგანიშნებენ, თუ რატომ არ ამბობენ, ცხადია, არავის არაფერს დავაძალებ, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„იბერიის” საქმეზე სრული დუმილი იყო იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომლის წევრიც ვიყავი და ამ სრული დუმილის ფონზე იძულებული გავხდი, იქიდან წამოვსულიყავი. ყველას თავისი გზა, თავისი შეხედულებები აქვს და ამის მიხედვით იქცევიან. მეც იმის მიხედვით მოვიქეცი, რა რეალობის წინაშეც დავდექი“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება პარლამენტის პლენარულ სესიაზე მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გააკეთა. პარტიის დატოვების მიზეზად ჩხეიძემ „იბერიას“ საკითხზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან არასათანადო მხარდაჭერა დაასახელა.

ამასთან, ჩხეიძემ ფრაქცია „პატრიოტების“ დატოვების შესახებ მიმართვა პარლამენტის ბიუროს 3 ოქტომბერს წარუდგინა.