ნატო ჩხეიძემ ფრაქცია „პატრიოტების“ დატოვების შესახებ მიმართვა პარლამენტის ბიუროს წარუდგინა
ნატო ჩხეიძემ ფრაქცია „პატრიოტების“ დატოვების შესახებ მიმართვა პარლამენტის ბიუროს წარუდგინა

დეპუტატი ნატო ჩხეიძე ფრაქცია „პატრიოტებს“ ოფიციალურად ტოვებს. ნატო ჩხეიძის შესაბამისი მიმართვა ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინა.

იმ შემთხვევაში, თუ „პატრიოტები“ ფრაქციაში ნატო ჩხეიძის კვოტას არ შეავსებენ, მათ ფრაქცია დაეშლებათ, რადგან რეგლამენტით ფრაქციის არსებობისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო.

ნატო ჩხეიძემ „პატრიოტების“ დატოვების თაობაზე განცხადება გასულ სასესიო კვირას გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ ფრაქციაში დროებით რჩებოდა, რათა ფრაქცია არ დაშლილიყო.