ნატო ბელარუსის საზღვართან სამხედრო ძალების გაფართოების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
ნატო ბელარუსის საზღვართან სამხედრო ძალების გაფართოების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ალიანსის პრესსპიკერის, ოანა ლუნგესკუს განცხადებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მრავალეროვნული კომპონენტი არც ერთი ქვეყნის მიმართ საფრთხეს არ წარმოადგენს, თავდაცვითი და პროპორციულია და მშვიდობის შენარჩუნებისთვის არის განკუთვნილი.
16 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ ქვეყნის საზღვრიდან 15 წუთის სავალზე, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ტანკები და თვითმფრინავები განათავსა. ოანა ლუნგესკუმ ასევე აღნიშნა, რომ ნატო ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსკოვი მინსკს სამხედრო დახმარებას დაჰპირდა.