ნათია თურნავა - ევროპარლამენტის ანგარიში ობიექტურად და ადეკვატურად აფასებს იმ პროგრესს, რაც ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში რეფორმების თვალსაზრისით განვახორციელეთ
ნათია თურნავა - ევროპარლამენტის ანგარიში ობიექტურად და ადეკვატურად აფასებს იმ პროგრესს, რაც ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში რეფორმების თვალსაზრისით განვახორციელეთ

ევროპარლამენტის ანგარიში ობიექტურად და ადეკვატურად აფასებს იმ პროგრესს, რაც ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში რეფორმების თვალსაზრისით განვახორციელეთ, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ანგარიშს.

მისი განცხადებით, მმართველი გუნდი კიდევ უფრო მეტს გააკეთებს, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ბოლომდე განხორციელდეს.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი, რომელიც აბსოლუტურად ობიექტურად, ადეკვატურად აფასებს იმ პროგრესს, რაც ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში რეფორმების თვალსაზრისით განვახორციელეთ. მართლაც, ჩვენი გუნდი ევროკავშირთან ინტეგრაციის წინ წაწევის პროცესში ძალიან აქტიურად არის ჩართული. რეფორმები არ შეგვიჩერებია არც ერთი დღით, მათ შორის არც პანდემიის პერიოდში. სექტორული რეფორმები, ეს არის ეკონომიკური რეფორმები, ეს არის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ეს არის რა თქმა უნდა, პოლიტიკური სისტემის რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, რომელიც ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს და ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, რათა ჩვენი ვალდებულება – ევროატლანტიკური ინტეგრაცია -ბოლომდე განხორციელდეს და ჩვენი ხალხისა და ევროკავშირის წინაშე აღებული ყველა ვალდებულება მომავალშიც ასევე პირნათლად შევასრულოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.