ნათია თურნავა - დავით ბაქრაძის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ წინა ხელისუფლება ოკუპანტთან კომპრომისს არ ერიდებოდა
ნათია თურნავა - დავით ბაქრაძის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ წინა ხელისუფლება ოკუპანტთან კომპრომისს არ ერიდებოდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, წინა ხელისუფლება ოკუპანტთან კომპრომისზე წასვლას არ ერიდებოდა, რასაც „ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადება ადასტურებს.

„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ წინა ხელისუფლება არ ერიდებოდა არც ერთ კომპრომისს ოკუპანტთან და ცდილობს, რომ აქეთ, ასე ვთქვათ, სპეკულაციებით ჩვენ დაგვაბრალოს მსგავსი რამ, მაგრამ რეალურად, წინა ხელისუფლება მიდიოდა კომპრომისზე ოკუპანტთან და ეს ამის დასტურია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.

„კომპრომისი იქ იყო, თუ ვწერთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც“, – განაცხადა ბაქრაძემ.