ნათია მეზვრიშვილი - სახალხო დამცველის შეშფოთება შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რაოდენობაზე საფუძველს მოკლებულია
ნათია მეზვრიშვილი - სახალხო დამცველის შეშფოთება შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რაოდენობაზე საფუძველს მოკლებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რიცხვი განახევრებულია.

მეზვრიშვილი სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა. ნინო ლომჯარიას თქმით, საჭიროა, ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით ყურადღება პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებს დაეთმოს.

„სახალხო დამცველის რეკომენდაციები ნარკოდანაშაულთან მიმართებით მნიშვნელოვანია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეშფოთება საფუძველს მოკლებულია.

მხოლოდ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ეს ციფრი განახევრებულია და 2013 წელთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული. შემოწმების მეთოდების დახვეწასა და ზოგადად, ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში. გადაიხედება დოზები, შემცირდება სასჯელები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.