ნათია მეზვრიშვილი მუშაობას მთავრობის ადმინისტრაციაში გააგრძელებს
ნათია მეზვრიშვილი მუშაობას მთავრობის ადმინისტრაციაში გააგრძელებს

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შესაძლოა, ნათია მეზვრიშვილი დაინიშნოს.

საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე დაუდასტურეს, რომ მეზვრიშვილი მინისტრის მოადგილეობიდან გათავისუფლდა.  რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციას, იქ საკადრო ცვლილებებს ჯერ არ ადასტურებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ამ დროისთვის კახა კახიშვილი იკავებს. პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ კი,  თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.