ნათია მეზვრიშვილი - ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს
ნათია მეზვრიშვილი - ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს

როგორც კი დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და დაკავება მოხდება, საზოგადოებას დაუყოვნებლივ შევატყობინებთ,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მომხდარზე საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.

„ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაწყებულია, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას ითვალისწინებს. საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებს ინტენსიურად ვატარებთ.

როგორც კი დანაშაულის ჩამდები პირის იდენტიფიცირება და დაკავება მოხდება, საზოგადოებას დაუყოვნებლივ შევატყობინებთ”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.  შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია მუშაობდა.