ნათია მეზვრიშვილი - აქციის მონაწილეთა მოთხოვნები კანონის ფარგლებს თუ არ გასცდება, ბუნებრივია, სახელმწიფო უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას
ნათია მეზვრიშვილი - აქციის მონაწილეთა მოთხოვნები კანონის ფარგლებს თუ არ გასცდება, ბუნებრივია, სახელმწიფო უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას

პიკეტირება, ბლოკირება, კანონის ენაზე რომ ვთქვათ, უკანონო ქმედებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ბლოკირების გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებს თუ არ გასცდება, სახელმწიფო უზრუნველყოფს აქციის მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლებას.

„პიკეტირება, ბლოკირება, კანონის ენაზე რომ ვთქვათ, უკანონო ქმედებაა. ვგულისხმობ დაწესებულებების ბლოკირებას, რაც სამწუხარო ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან. პოლიციამ იმოქმედა კანონის სრული დაცვით, კანონის ფარგლებში და იმედია, ასეთ ფაქტებს, ასეთ ინციდენტებს მომავალში აქციის ფარგლებში ადგილი აღარ ექნება. სხვა მხრივ, გამოხატვის თავისუფლება, აქციის მონაწილეთა მოთხოვნები კანონის ფარგლებს თუ არ გასცდება და ზოგადად შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის ფარგლებში იმოქმედებენ, ბუნებრივია, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ გამოხატვის თავისუფლებას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

თბილისში 25 ნოემბერს საპროტესტო აქცია, 26 ნოემბერს კი, პარლამენტის პიკეტირება იგეგმება. ოპოზიციისა და აქციის ორგანიზატორების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გუშინ გაკეთდა.

 

დატოვე კომენტარი