ნატალია ოთხმეზურის რეკორდი - 38 ქულა და გამარჯვება „ოტეროს“ კოლეჯთან
ამერიკის კოლეჯის ლიგაში ჩინებულ თამაშს განაგრძობს ნატალია ოთხმეზური. 19 წლის ქართველი გოგონა კასპერის კოლეჯის გუნდ „თანდერბერდის“ წევრია. 3 დეკემბერს ოთხმეზურის გუნდმა მორიგი შეხვედრა „ოტეროს“ კოლეჯთან გამართა და მეტოქე 95-81 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა გამარჯვებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა. ნატალიამ პირადი სარეკორდო 38 ქულა მიითვალა და, რა თქმა უნდა, ამ შედეგით ბომბარდირი გახდა. წინა შეხვედრაში ოთხმეზურმა „როკი მაუნთინთან“ მოგებულ მატჩში 23 ქულა დააგროვა. „კასპერ კოლეჯს“ მიმდინარე სეზონზე 13 მატჩიდან 12 გამარჯვება აქვს.
ნატალია ოთხმეზურს სულ 12 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი საშუალო სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება: 22.3 წუთი, 14.3 ქულა, 4.1 მოხსნა, 0.8 პასი და 0.8 ჩაჭრა. რაც მთავარია, ნატალია თამაშიდან ესვრის ძალიან შედეგიანად: 53.5 % ორქულიანებს და 49.2 % სამიანებს. საჯარიმოები 60.6 %. შემდეგ მატჩს „კასპერ თანდერბერდი” 7 დეკემბერს, „ჟილეტ ჯოლეჯთან” ჩაატარებს.