ნატალია ოთხმეზურის 5 ქულა „აიდაჰოსთან“ - „თანდერბერდსის“ მოგებათა სერია შეწყდა [ვიდეო] #1TVSPORT
ნატალია ოთხმეზურის 5 ქულა „აიდაჰოსთან“ - „თანდერბერდსის“ მოგებათა სერია შეწყდა [ვიდეო] #1TVSPORT

სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის ქალთა საკალათბურთო გუნდმა „თანდერბერდსმა“, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი ნატალია ოთხმეზური იცავს, NCAA-ში მორიგი შეხვედრა გამართა და 5-მატჩიანი მოგებათა სერია „აიდაჰო სტეიტ ბენგალსთან“ შეწყვიტა 60-80.

ნატალია სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ 16 წუთი ითამაშა და 5 ქულის დაგროვება მოახერხა. მან 5-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 ორქულიანი გამოიყენა. ამ დროის განმავლობაში ის ერთხელ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი.

პირველ მეოთხედში გუნდები თითქმის თანაბრად გამოიყურებოდნენ და „აიდაჰო სტეიტ ბენგალსმა“ მხოლოდ 3 ქულით მოახერხა წინ გასვლა, იგივე სხვაობით მოიგეს მეორე მეოთხედიც და დიდ შესვენებამდე „თანდერბერდსი“ 6 ქულით მარცხდებოდა. ეს უპირატესობა მეტოქემ მეორე ტაიმში უფრო გაზარდა და საბოლოო ჯამში, 20 ქულით მოიგო.

25 იანვარს, გამთენიისას ნატალია ოთხმეზურის გუნდი „ვებერ სტეიტს“ დაუპირისპირდება.