მეორე ქართველი ქალი NCAA-ში - ელენე ილურიძე „ტაილერ პეტრიოტსში“ ითამაშებს #1TVSPORT
მეორე ქართველი ქალი NCAA-ში - ელენე ილურიძე „ტაილერ პეტრიოტსში“ ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ქალთა საკალათბურთო ნაკრების მოთამაშე, 21 წლის ელენე ილურიძე კარიერას ამერიკის კოლეჯთა ლიგის გუნდში, „ტაილერ პეტრიოტსში“ გააგრძელებს.

ილურიძე 178 სმ სიმაღლის კალათბურთელია, რომელსაც როგორც მცველის, ასევე ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის 2017 წელს 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა.

„ელენე მონდომებული მოთამაშეა. მოხარულები ვართ, რომ გუნდში გვყავს ისეთი კალათბურთელი, რომელსაც არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის დიდებული დამცველია და მისი საერთაშორისო გამოცდილება გუნდს თავდაჯერებულობას შემატებს“, – განაცხადა „ტაილერ პეტრიოტსის“ მთავარმა მწვრთნელმა რებეკა ალვიდრესმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის კოლეჯთა ლიგაში საქართველოს ქალთა საკალათბურთო ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ნატალია ოთხმეზური თამაშობს, სადაც ის „თანდერბერდსის“ ღირსებას იცავს.