ნასვამმა დელე ალიმ პლაჟზე გონება დაკარგა
ნასვამმა დელე ალიმ პლაჟზე გონება დაკარგა

ლონდონის „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა დელე ალიმ საბერძნეთში შვებულებისას, პლაჟზე გონება დაკარგა.

გაზეთ „სანის“ (The Sun) ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი შეყვარებულთან რუბი მეისთან ერთად ისვენებდა. ის გოგონას თვალწინ დაეცა და ორი მამაკაცი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ალი ფეხზე წამოეყენებინათ და პლაჟის ტერიტორიიდან გაეყვანათ.

იტყობინებიან, რომ ინციდენტამდე ალი ძლივს ინარჩუნებდა წონასწორობას – ის ნასვამი იყო.

ალი „ტოტენჰემში“ 2015 წლიდან თამაშობს.