ნარკოდანაშაულში ბრალდებული ირაკლი ქორიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ირაკლი ქორიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა

გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის ადვოკატმა სალომე ჯანუაშვილმა თბილისის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში თავისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.

სალომე ჯანუაშვილმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ქორიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ აღნიშნულ დანაშაულთან კავშირი არ ჰქონია.

 

„გამომძიებლებმა საქმის მასალები გადმომცეს. მასალები ოთხტომიანია და, ბუნებრივია, დეტალურად ვერ გავეცანი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად გავიარე ძირითად საკითხები და ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე დღეს დააკავეს.