„ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის აზრით, არსებობს მხოლოდ ერთი კლუბი, რომელსაც შეუძლია ნეაპოლური კლუბის ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის შეძენა.
„ერთადერთი კლუბი, რომელსაც შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ოსიმენი შეიძინოს, ეს არის „პარი სენ-ჟერმენი“.
თუ ნასერ ალ-ჰელაიფის (პსჟ-ის პრეზიდენტი) სურს, შემოგვთავაზოს დაახლოებით 200 მილიონი ევრო, ჩვენ მოვიცდით და ვნახავთ, რა მოხდება. ვფიქრობ, რომ ვიქტორი ჩვენთან დარჩება“, – მოჰყავს დე ლაურენტისის სიტყვები ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის გაგრძელებაზე. მიმდინარე კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.