„ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ სუდაკოვით ინტერესდებიან #1TVSPORT
„ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ სუდაკოვით ინტერესდებიან #1TVSPORT

„იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ დაინტერესებულნი არიან დონეცკის „შახტარის“ ნახევარმცველის, გეორგი სუდაკოვის ტრანსფერით.

იტალიელი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიური კლუბები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს უკრაინელი ფეხბურთელის მხარესთან.

წყაროს ცნობით, ამ ორიდან ერთ-ერთმა კლუბმა „შახტარს“ 35 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა გუნდის სახელი არ კონკრეტდება.

მიმდინარე სეზონში სუდაკოვმა 18 ოფიციალურ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.