ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი „ქეირნს ქაფზე“ (Cairns Cup) ჩაერთვებიან
დღეიდან 16 თებერვლის ჩათვლით სენტ-ლუისში „ქეირნს ქაფის“ (Cairns Cup) გათამაშებაზე ორი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი ითამაშებენ.
ქალ მოჭადრაკეთა შორის რეიტინგის 10 საუკეთესო მოჭადრაკე ერთმანეთს წრიული სისტემით დაუპირისპირდება. ძაგნიძის და ხოტენაშვილის გარდა აქ მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი, ვალენტინა გუნინა, ელიზაბეტ პეტცი, მარი სებაგი, ჰარიკა დრონავალი, ჟანსაია აბდუმალიკი, ირინა კრუში და ანა ზატონსკიჰი ითამაშებენ.
გათამაშება რომლის საპრიზო ფონდი 150 000 დოლარია წელს პირველად ტარდება და გამარჯვებულს 40 000 დოლარი გადაეცემა.