ნაფთალი ბენეტი - ჩვენ შევქმენით ებრაული სახელმწიფო ამ მიწაზე, რათა დავიცვათ თავი და ახლა დადგა დრო, რომ საპასუხოდ ვიბრძოლოთ
ნაფთალი ბენეტი - ჩვენ შევქმენით ებრაული სახელმწიფო ამ მიწაზე, რათა დავიცვათ თავი და ახლა დადგა დრო, რომ საპასუხოდ ვიბრძოლოთ

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფთალი ბენეტი მიმდინარე კონფლიქტს დამოუკიდებლობისთვის ომის შემდეგ ყველაზე მძიმე მოვლენას უწოდებს.

„ეს არ არის იომ-ქიფურის ომი – ეს არის იომ-ქიფური გამრავლებული 100-ზე, რადგან აქ ვსაუბრობთ მკვლელობაზე, ჩვილების, გოგონების, ბიჭების სისტემატურ ხოცვაზე. ეს არის, რაც ხდება და რაც ძალიან ძნელი ასატანია. ჩვენ შევქმენით ებრაული სახელმწიფო ამ მიწაზე, რათა დავიცვათ თავი და ახლა დადგა დრო, რომ საპასუხოდ ვიბრძოლოთ“, – ამბობს ბენეტი.

ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ომი ირანთან, რომელიც მართავს „ჰამასს“, „ისლამურ ჯიჰადსა“ და „ჰეზბოლას“.

„როდესაც ჩვენ ვდგავართ ირანელი მტრის – „ჰამასის“, „ისლამური ჯიჰადის“, „ჰეზბოლას“, ირანის წინაშე – ნაცისტური კონცეფციის წინაშე ვდგავართ. ეს წარსულში არ მითქვამს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოვიდოდნენ და ბავშვებს ყელს გამოჭრიდნენ. ესენი ცხოველები არიან. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამას ისე, თითქოს ისინი ნაცისტები არიან. რასაც ჩვენ ვუკეთებდით ნაცისტებს, იგივე უნდა გავუკეთოთ. ეს არის ყველაზე ცუდი პერიოდი სახელმწიფოს ისტორიაში, თუმცა ჩვენ ძლიერები ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.