ნადირაძემ ჩოჩიშვილი შეცვალა - „შევარდენი 1906“-ს ახალი მეკარე დაიცავს
გიორგი ნადირაძე „შევარდენი 1906“-ში დაბრუნდა. 27 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონი „ცხინვალის“ რიგებში დაიწყო. ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე კი ასპარეზობას თბილისური გუნდის მაისურით განაახლებს. ინფორმაციას „შევარდენი 1906“-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ნადირაძე შევარდენში 2018 წლის სეზონშიც ირიცხებოდა და დიდი წვლილიც შეიტანა ლიგა 2-ში გუნდი რომ დარჩა და მიზნები შეასრულა. ნადირაძემ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი ნახევარი წლით გააფორმა და „შევარდენი 1906“-ში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
გიორგი ნადირაძემ ეროვნული ლიგა 2-ის წრის მეორე წრის სიმბოლურ გუნდში მოხვედრილი გიორგი ჩოჩიშვილი შეცვალა, რომელმაც ორიოდე დღის წინ „შევარდენი 1906“ დატოვა და კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს.