გიორგი ჩოჩიშვილი - „დილა“ „ლოკომოტივთან“ მატჩს შესაბამისად მომზადებული და კარგი განწყობით ხვდება
გიორგი ჩოჩიშვილი - „დილა“ „ლოკომოტივთან“ მატჩს შესაბამისად მომზადებული და კარგი განწყობით ხვდება

„დილა“ „ლოკომოტივთან“ მატჩს შესაბამისად მომზადებული და კარგი განწყობით ხვდება – ამის შესახებ გორის „დილაში“ ახლახან გადასულმა მეკარემ, გიორგი ჩოჩიშვილმა კლუბის პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ჩოჩიშვილი „კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში „ლოკომოტივთან“ მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს.

„ლოკომოტივი“ კარგად ორგანიზებული მეტოქეა. თითოეულ ფეხბურთელს გააზრებული გვაქვს, რომ ხვალ ძალიან რთული მატჩი გველოდება, თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ „დილა“ ამ მატჩს შესაბამისად მომზადებული და კარგი განწყობით ხვდება.

ეს დიდწილად მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის დამსახურებაა. თითოეული ჩვენგანი შევეცდებით, მისი ყველა დავალება ზედმიწევნით შევასრულოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ“, – განაცხადა გიორგი ჩოჩიშვილმა.

ხვალ გორის „დილა“ თბილისის „ლოკომოტივს“ 23-ე ტურის მატჩში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

გორის „დილაში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ნემსაძე დაინიშნა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა გასვლაზე ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ ფრედ – 0:0 დაასრულა.

ხვალინდელი დაპირისპირება გორში 19:00 საათზე დაიწყება.