გიორგი ჩოჩიშვილი - „შეიძლება, ფეხბურთი ამ ფორმითაც აღარ იყოს“
გიორგი ჩოჩიშვილი - „შეიძლება, ფეხბურთი ამ ფორმითაც აღარ იყოს“
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და გორის „დილას“ მეკარემ გიორგი ჩოჩიშვილმა სეზონის განახლებაზე ილაპარაკა.
 
„პანდემიის პერიოდში ფორმის შენარჩუნებას მაქსიმალურად ვცდილობდი, მაგრამ ასეთ პირობებში ეს აფქტობრივად შეუძლებელი იყო. თუმცა, მთავარია ვარჯიშები განახლდა და ჩემპიონატის დაწყებამდე საკმარისი დრო გვაქვს. როდესაც სეზონის განახლების ამბავი გავიგე, ძალიან გამიხარდა, გუნდს კარგი სტარტი ჰქონდა და იმედია ასევე გავაგრძელებთ“, – ამბობს გიორგი ჩოჩიშვილი გუნდის პრესსამსახურთან ინტერვიუში.
20 წლის მეკარე არ მალავს, რომ პანდემიის მეორე ტალღას ყველაზე მეტად უფრთხის: „მსოფლიომ უკვე დაინახა, როგორი გავლენები მოახდინა პანდემიამ ფინანსურად. გარდა ამისა, წამყვანი ლიგების მატჩებზე ცარიელ ტრიბუნებს ვხედავთ. მომავლის საფრთხეებს რაც შეეხება, მეორე ტალღის შემთხვევაში შეიძლება ფეხბურთი ამ ფორმითაც აღარ იყოს, რაც საშინელება იქნება, იმედია, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება.