ნადალი მოგებების რაოდენობით „მასტერსის“ ტურნირების რეკორდსმენი გახდა
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მონრეალის „მასტერსის“ მეოთხედფინალში გააღწია. ამისთვის მან ორ სეტში დაამარცხა არგენტინელი გვიდო პეია – 6:3, 6:4. ნადალისთვის ეს იყო „მასტერსის“ ტურნირებზე 379-ე მოგება და ამ მაჩვენებლით ის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ნადალი ასევე ლიდერია „მასტერსის“ სერიის ტურნირებზე ტიტულების რაოდენობით – 34. ის კანადაში შარშანდელ ტიტულს იცავს და ფინალში გასვლა სჭირდება იმისთვის, რომ ახალ რეიტინგში მეორე ადგილი შეინარჩუნოს.
მეოთხედფინალში ნადალის მეტოქე იტალიელი ფაბიო ფონინი იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 11:4-ს უგებს.
1/8 ფინალი
ნადალი (ესპ, 1)-პეია (არგ) 6:3, 6:4
ფონინი (იტა, 7)-მანარინო (საფ) 6:2, 7:5
მონფილსი (საფ, 16)-იურკაში (პოლ) 6:4, 6:0
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 10)-გასკე (საფ) 7:5, 7:5
ხაჩანოვი (რუს, 6)-ოჟე ალიასიმი (კან) 6:7(7), 7:5, 6:3
ა. ზვერევი (გერ, 3)-ბასილაშვილი (საქ, 13) 7:5, 5:7, 7:6(5)
მედვედევი (რუს, 8)-გარინი (ჩილ) 6:3, 6:3
ტიმი (ავსტრია, 2)-ჩილიჩი (ხორ, 14) 7:6(7), 6:4
1/4 ფინალის წყვილები:
ნადალი (ესპ, 1)-ფონინი (იტა, 7)
მონფილსი (საფ, 16)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 10)
ხაჩანოვი (რუს, 6)-ა. ზვერევი (გერ, 3)
მედვედევი (რუს, 8)-ტიმი (ავსტრია, 2)