ნაცუ ბაშოს მეცხრე დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ოძეკი ტაკაკეიშოს უნდა შეხვედროდა, თუმცა მეტოქემ ბრძოლაზე უარი ტრავმის გამო განაცხადა და ტოჩინოშინს მოგება ჩაეთვალა. ტაკაკეიშოს მიმდინარე ბაშოზე ერთი ბრძოლა უკვე გამოტოვებული ჰქონდა და გუშინ დაბრუნდა დოჰიოზე, თუმცა დამარცხდა და დღეს ისევ მიზანშეუწონლად ჩათვალა ასპარეზობის გაგრძელება.
ამრიგად, ტოჩინოშინის ბალანსი 8/1 გახდა და ქართველი მიმდინარე ბაშოზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად რჩება.
ხვალ ლევანის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე დარჩენილი ექვსი ბრძოლიდან მხოლოდ ორის მოგებაც ჰყოფნის.
დღესვე, კიდევ ერთმა ქართველმა სუმოისტმა გაგამარუმ (თემურაზ ჯუღელი) ჯურიო დივიზიონის მეოთხე ნომერი აძუმარიუ იორიკირით დაამარცხა და ბალანსი გაიუმჯობესა – 6/3.