„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშია“ ლიდერებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს [ფოტო]

18:38, 29.09.2018

„ძალა ერთობაშია“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

პარლამენტთან რჩებიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე.

მანამდე ისინი ფილარმონიაში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე მივიდნენ და „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ამის შემდეგ,  „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მალხაზ მაჩალიკაშვილთან, ზაზა სარალიძესთან და პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გამართა.

პარლამენტთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ, ძალა ერთობაშია“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ტერიტორია დატოვეს.

მსგავსი