მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე ფილარმონიაში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე მივიდნენ
მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე ფილარმონიაში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე მივიდნენ

ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს ხვდება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ვაშაძის ამომრჩეველთან შეხვედრას ესწრებიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე. გრიგოლ ვაშაძესთან ერთად იმყოფება ასევე ზაალ უდუმაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა სცენაზე აიყვანა, საიდანაც მათ ფილარმონიაში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.