„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ ქოლცენტრების შესაძლო მუშაობის შესახებ ინფორმაცია პოლიციას თავად მიაწოდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ ქოლცენტრების შესაძლო მუშაობის შესახებ ინფორმაცია პოლიციას თავად მიაწოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, დასაბუთებული ვარაუდი აქვთ, რომ ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ განთავსებული იყო ე.წ. ქოლცენტრი, საიდანაც  ჰპარავდნენ ევროპის მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგებს და კიბერდანაშაული ხორციელდებოდა.

მისივე თქმით, ამის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინეს.

„ჩვენ შევატყობინეთ სავარაუდო ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის შესახებ, ქოლცენტრზე ინფორმაცია გადავეცით პოლიციას და, როგორც ჩანს, შევიდა პოლიცია. იმედია, საქართველოში აღმოიფხვრება ტრანსნაციონალური კიბერდანაშაული, ვინაიდან ამ ოფისებს, სავარაუდოდ, ჰყავს მფარველები ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ იყო, რომ, სავარაუდოდ, ეს ე.წ. ოფისი ჩვეულებრივად ოპერირებდა. ჩვენ გვქონდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ბიზნესცენტრში იყო განთავსებული ე.წ. ქოლცენტრი, საიდანაც მიდიოდა კიბერდანაშაული, საიდანაც ჰპარავდნენ ევროპის მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგებს. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს იყო დასაბუთებული ვარაუდი და ამ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით შევიდა შესაბამისი საგამოძიებო უწყებები.

იმედია, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ქოლცენტრები, ვინაიდან, ფაქტობრივად, თბილისი არის ჰაბი საერთაშორისო ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულისა და ამას სჭირდება გამოძიება. ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები ყოველთვის ვთანამშრომლობდით საერთაშორისო საგამოძიებო უწყებებთან, მათ შორის გერმანელ გამომძიებლებთან, ავსტრიის წარმომადგენლებთან. მზად ვართ, მომავალშიც ვითანამშრომლოთ და ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებთ, ამ მძიმე დანაშაულში არ მიიღონ მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჰყავს მფარველები, ორგანიზატორები და ამ პირებს, სავარაუდოდ, ხელს აფარებენ ხელისუფლებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, ქვეყანაში უსმენდნენ მღვდლებს, ჟურნალისტებს, დიპლომატებს. ფაქტობრივად, ჩვენი ყველა შეტყობინება, როგორც სმს მიმოწერა, ასევე სატელეფონო საუბარი ისმინება უკანონოდ. მაშინ რას აკეთებს სუს-ი, შესაბამისი უწყებები, როდესაც არაერთი ოფისი არის თბილისში, საიდანაც ჰპარავენ ევროპელ მოქალაქეებს დანაზოგებს. ამას სჭირდება გამოძიება. აქ მოვედით დღის ოთხ საათზე. ჩვენს დასაბუთებულ ვარაუდზე ინფორმაცია გადავეცით პოლიციას და, როგორც ჩანს, შევიდა გამოძიება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

თბილისში, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები მუშაობენ.