„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ აკონკრეტებენ, მიიღებენ თუ არა გიგა ბოკერიას შეთავაზებას, რომ მეორე ტურში დავით ბაქრაძეს დაუჭირონ მხარი
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ აკონკრეტებენ, მიიღებენ თუ არა გიგა ბოკერიას შეთავაზებას, რომ მეორე ტურში დავით ბაქრაძეს დაუჭირონ მხარი

ახლა არის დრო, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავამარცხოთ ხელისუფლების კანდიდატი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა კითხვას, დაუჭერენ თუ არა მხარს გიგა ბოკერიას შეთავაზებას, რომ მეორე ტურის შემთხვევაში დავით ბაქრაძეს დაუჭირონ მხარი.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ერთადერთი კვალიფიციური, ედისონ რისერჩის კვლევის მიხედვით, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ იქნება მეორე ტური.

„მეორე ტურში იქნებიან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ხელისუფლების კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი კვალიფიციური კვლევა, რომელსაც შეგვიძლია, დავეყრდნოთ. სწორედ ამ შედეგს შეგვიძლია, რომ დაველოდოთ 28 ოქტომბერს. იმედი მაქვს, ოპოზიცია შეძლებს მართლაც სრულად გაერთიანებას, რადგან ახლა არ არის ფრაგმენტაციის, დაყოფის და განსხვავებების ძებნის დრო. ახლა არის დრო, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავამარცხოთ ხელისუფლების კანდიდატი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ გრიგოლ ვაშაძეს კითხვით მიმართა, დაუჭერს თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს მეორე ტურში.