ნაბიჯი მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის - უეფა-მ ახალი სამწვრთნელო C დიპლომი დანერგა #1TVSPORT
ნაბიჯი მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის - უეფა-მ ახალი სამწვრთნელო C დიპლომი დანერგა #1TVSPORT

უეფა მწვრთნელობით დაინტერესებულ ადამიანებს ყველა დონეზე სწავლებას სთავაზობს – C, B, A და Pro კატეგორიებში, ასევე სპეციალიზირებულ კურსებს ბავშვებთან, მეკარეებთან და ფუტსალის მოთამაშეებთან მუშაობისთვის.

უეფა-ს ახალი, C- დიპლომის საფუძველზე, მთელ მსოფლიოში არსებულ ფეხბურთის მწვრთნელებს შესაძლებლობა ექნებათ გაწევრიანდნენ უეფა-ს ოჯახში, რომელშიც 200 000-ზე მეტი აქტიური ლიცენზირებული მწვრთნელია.

უეფა-ს მწვრთნელთა ლიცენზიების უახლესი დამატება, რომლებიც ფეხბურთის სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს, საშუალებას მისცემს მწვრთნელობა დაიწყოს ყველამ, ვისაც სურს გააუმჯობესოს ცოდნა – მშობლებმა, მოხალისეებმა, მასწავლებლებმა.

„ეს უეფა-სთვის და მრავალი ათასი ევროპელი მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ხაზს უსვამს უეფა-ს გრძელვადიან ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს მასობრივ ფეხბურთს იმ დროს, როდესაც შეზღუდვების გამო, ბევრ კლუბსა და თემს არ შეუძლია ვარჯიში და თამაში. UEFA C- დიპლომი საშუალებას მისცემს მწვრთნელებს მიიღონ ყველაზე მნიშვნელოვანი ოფიციალური ლიცენზია, რათა ჩაატარონ კარგად დაგეგმილი და ეფექტური ვარჯიშები. უეფა სამწვრთნელო სწავლების თანამედროვე მიდგომებით, ფილოსოფიითა და მეთოდოლოგიით მსოფლიო ლიდერია. ახალი დიპლომის დანერგვით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ სტანდარტების დამკვიდრებას და ამაღლებას ყველა დონეზე ვცდილობთ“, – განაცხადა უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინიმ.