N 17 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე ვერის პოლიციაში ორი პირი გამოკითხეს
N 17 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე ვერის პოლიციაში ორი პირი გამოკითხეს

მთაწმინდის N 17 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვერის პოლიციაში ორი პირი გამოკითხეს. გამოკითხვა რვა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

გამოკითხვიდან გამოსულმა პირებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, N17 და N18 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტებზე, ორ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.