მწვრთნელთა განათლების კურსზე რეგისტრაცია დროებით შეჩერდა #1TVSPORT
მწვრთნელთა განათლების კურსზე რეგისტრაცია დროებით შეჩერდა #1TVSPORT

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია დროებით ჩერდება, – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტმა ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.

„აღნიშნულ კურსზე რეგისტრაცია ამა წლის იანვარში განახლდა და დღესდღეობით დარეგისტრირებულია 180-ზე მეტი კანდიდატი. დარეგისტრირებულ პირთა მონაცემების დამუშავება კვლავ მიმდინარეობს. აქვე გაცნობებთ, მწვრთნელებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სამწვრთნელო კარიერაში, კურსზე მონაწილეობის მისაღებად შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართონ პირადი წერილის საშუალებით“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე მასობრივ და ბავშვთა ფეხბურთში ჩართული დამწყები სპეციალისტები სწავლობენ. ეს ყველაზე მასობრივი სასაწავლო პროგრამაა.