მწვრთნელის რანგში ზიდანმა „რეალთან“ ერთად მე-11 ტიტული მოიგო
მწვრთნელის რანგში ზიდანმა „რეალთან“ ერთად მე-11 ტიტული მოიგო

ხუთშაბათს, მადრიდის „რეალმა“ ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ესპანეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა. ფრანგი სპეციალისტისთვის ეს იყო მე-11 ტიტული „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელის რანგში. კლუბის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია.
ამ მაჩვენებლით მეორე ადგილი უკავია მიგელ მუნიოსს – 8 ტიტული.

ზიდანის თავკაცობით, „რეალმა“ ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ – ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ – უეფა-ს სუპერთასი, ორჯერ – კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი და ორჯერ – ესპანეთის სუპერთასი.