ყატარის „ალ-სადმა“, რომლის მთავარი მწვრთნელია „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჩავი, შეიხ იასიმის თასი მოიგო. ფინალში ჩავის გუნდმა „ალ-დუჰაილი“ დაამარცხა – 1:0.
ეს პრიზი პირველია 39 წლის ესპანელი სპეციალისტისთვის სამწვრთნელო კარიერაში. აღვნიშნავთ, რომ ჩავი მხოლოდ მესამე მატჩს ატარებდა მთავარი მწვრთნელის რანგში.
„ალ-სადმა“ უკვე მეთხუთმეტედ მოიგო ეს ტურნირი, სულ კი ყატარულ კლუბს 70 ტიტული აქვს არსებობის ისტორიაში.
ჩავი „ალ-სადის“ მთავარი მწვრთნელი გახდა მაისის ბოლოს. უფრო ადრე ის ამ გუნდის მოთამაშე იყო.