მწვანე სივრცეების დაცვას მომავალშიც გავაგრძელებთ - გარემოს დამცველები ვაკის პარკში აქციას მართავენ [ფოტო]
მწვანე სივრცეების დაცვას მომავალშიც გავაგრძელებთ - გარემოს დამცველები ვაკის პარკში აქციას მართავენ [ფოტო]

ვაკის პარკში გარემოს დამცველების აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სასტუმრო „ბუდაპეშტის“ საკითხზე მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღნიშნავენ.

შეკრებილების თქმით, დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა შეუძლია სამოქალაქო აქტივიზმს.

აქცია საპროტესტო ხასიათის უნდა ყოფილიყო, თუმცა ფორმატი მას შემდეგ შეიცვალა, რაც გადაწყდა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.

ვაკის პარკში შეკრებილები ამბობენ, რომ მწვანე სივრცეების დაცვას მომავალშიც განაგრძობენ.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება.