მწვანე „შუქი“ ჯანდაცვის სამინისტროდან - კვიპროსმა ევროთასების შესარჩევების ჩატარებაზე ნებართვა მიიღო
მწვანე „შუქი“ ჯანდაცვის სამინისტროდან - კვიპროსმა ევროთასების შესარჩევების ჩატარებაზე ნებართვა მიიღო

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ თანხმობა მისცა, რათა ორგანიზაციამ უეფას ჩემპიონთა და ევროპის ლიგების შესარჩევი მატჩების შესაძლო ჩატარების შესახებ მიმართოს.

ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ღონისძიების ჩატარებას მწვანე შუქი რამდენიმე ძირითადი პირობის გათვალისწინებით აუნთო. ლაპარაკია იმ ქვეყნების გუნდების თამაშების გამართვაზე, რომლებიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით ყველაზე სარისკო, C კატეგორიაში მოხვდნენ.

ამავე დროს, არსებობს ძირითადი პირობები:

* უეფას და კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნების დაცვა

* მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარება

* C კატეგორიის ქვეყნებიდან ფრენები ჩარტერული რეისით უნდა განხორციელდეს

აღნიშნულია, რომ სხვა მკაცრ ზომებს შორის, კვიპროსში თამაშების გამართვის შემთხვევაში, გუნდები იზოლირებულ იქნებიან სასტუმროებში, ხოლო მგზავრობა დაიშვება მხოლოდ ვარჯიშებისა და მატჩებისთვის.

გამოცემა „ალპანიუსის“ ცნობით, კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საკითხის განხილვა მას შემდეგ სთხოვა, როდესაც უეფა ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის 2020-21 წლების საკვალიფიკაციო მატჩების კვიპროსში ჩატარების შესაძლებლობის განხილვას დათანხმდა, რადგან ეს ქვეყანა კორონავირუსის თვალსაზრისით უსაფრთხო ადგილად ითვლება.