მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში მყოფ პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ
მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში მყოფ პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში მყოფ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი უმაღლესი საბჭოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ყოფილი დეპუტატები ამბობენ, რომ შეხვედრა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უნდათ, საშვები გამოწერილია, თუმცა ჭიშკარში არ უშვებენ.

„მგონი, პრეზიდენტმა დამინახა და თუ არ დავუნახივარ, ჟურნალისტებმა მიაწვდინეთ ხმა, რომ შეხვედრა მინდა“, – ამბობს მედეა ვასაძე.

მურმან დუმბაძის თქმით, აჭარის მთავრობის კანდიდატთან დაკავშირებით სურს შეხვედრა

„საშვიც მაქვს და არ მიშვებენ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მურმან დუმბაძემ.

ამ დროისთვის, ყოფილი დეპუტატები უმაღლესი საბჭოს ჭიშკართან იმყოფებიან.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციებს მართავს.