მურატ იაკინი შვეიცარიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT
შვეიცარიის ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. ეს არის მურატ იაკინი, რომელიც ადრე „ბაზელის“ დამრიგებლად მუშაობდა.
„მურატ იაკინი – ნაკრების ახალი მწვრთნელია. მივესალმებით მის დანიშვნას“, – ასე მიესალმნენ მას „ტვიტერში“.
46 წლის იაკინმა შვეიცარიის ნაკრებში სერბი სპეციალისტი ვლადიმირ პეტკოვიჩი შეცვალა, რომელიც „ბორდოში“ გადავიდა სამუშაოდ. მან შვეიცარიელები ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გაიყვანა.