U21 | იტალიამ შვეიცარია დაამარცხა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველი ქულები მოიპოვა #1TVSPORT
U21 | იტალიამ შვეიცარია დაამარცხა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველი ქულები მოიპოვა #1TVSPORT

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის უხვგოლიან მატჩში იტალიის ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა და ტურნირზე პირველი ქულები მოიპოვა – 3:2. ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა საფრანგეთსა და ნორვეგიას შორის ახლა მიმდინარეობს. მოცემულ მომენტში იტალიას, საფრანგეთსა და შვეიცარიას სამ-სამი ქულა აქვთ, ნორვეგიას – ნული.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ. ტურნირის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ გთავაზობთ.