ჰანს-დიტერ ფლიკი ყველაზე მაღალანაზღაურებადია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალისტთა მწვრთნელებს შორის #1TVSPORT
ჰანს-დიტერ ფლიკი ყველაზე მაღალანაზღაურებადია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალისტთა მწვრთნელებს შორის #1TVSPORT

ბრიტანულმა გამოცემა Finance Football-მ წლიური ხელფასების მიხედვით შეადგინა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების მწვრთნელთა რეიტინგი.

ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჰანს-დიტერ ფლიკს – ის წელიწადშ 6.5 მილიონ ევროს იღებს. ყველაზე დაბალი ანაზღაურებით რეიტინგის ბოლო ადგილზეა ტუნისის ნაკრების დამრიგებელი ჯალელ კადრი – 130 ათასი ევრო წელიწადში.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტთა 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი:

  1. ჰანს-დიტერ ფლიკი (გერმანია) – 6.5 მლნ
  2. გარეტ საუტგეიტი (ინგლისი) – 5.8 მლნ
  3. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 3.8 მლნ
  4. ტიტე (ბრაზილია) – 3.6 მლნ
  5. ლუი ვან გაალი (ნიდერლანდები) – 2.9 მლნ
  6. ხერარდო მარტინო (მექსიკა) – 2.9 მლნ
  7. ლიონელ სკალონი (არგენტინა) – 2.6 მლნ
  8. ფელიქს სანჩეს ბასი (ყატარი) – 2.4 მლნ
  9. ფერნანდო სანტუში (პორტუგალია) – 2.25 მლნ
  10. მურატ იაკინი (შვეიცარია) – 1.6 მლნ