ჰანს-დიტერ ფლიკი ყველაზე მაღალანაზღაურებადია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალისტთა მწვრთნელებს შორის #1TVSPORT
ბრიტანულმა გამოცემა Finance Football-მ წლიური ხელფასების მიხედვით შეადგინა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების მწვრთნელთა რეიტინგი.
ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჰანს-დიტერ ფლიკს – ის წელიწადშ 6.5 მილიონ ევროს იღებს. ყველაზე დაბალი ანაზღაურებით რეიტინგის ბოლო ადგილზეა ტუნისის ნაკრების დამრიგებელი ჯალელ კადრი – 130 ათასი ევრო წელიწადში.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტთა 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი:
- ჰანს-დიტერ ფლიკი (გერმანია) – 6.5 მლნ
- გარეტ საუტგეიტი (ინგლისი) – 5.8 მლნ
- დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 3.8 მლნ
- ტიტე (ბრაზილია) – 3.6 მლნ
- ლუი ვან გაალი (ნიდერლანდები) – 2.9 მლნ
- ხერარდო მარტინო (მექსიკა) – 2.9 მლნ
- ლიონელ სკალონი (არგენტინა) – 2.6 მლნ
- ფელიქს სანჩეს ბასი (ყატარი) – 2.4 მლნ
- ფერნანდო სანტუში (პორტუგალია) – 2.25 მლნ
- მურატ იაკინი (შვეიცარია) – 1.6 მლნ