65 წლის ბოსნიელი სპეციალისტი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. ის ამ თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობდა და გუნდი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გაიყვანა. მწვრთნელის დათხოვნის შესახებ იაპონიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კოძო ტასიმუმ გამოაცხადა.
აღნიშნავენ, რომ წელს იაპონიის ნაკრები არადამაჯერებლად გამოიყურებოდა ბოლო ამხანაგურ მატჩებში. გარდა ამისა, მოთამაშეთა ნაწილი უკმაყოფილო იყო ჰალილჰოჯიჩის საწვრთნელი მეთოდებით.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე იაპონია H ჯგუფში ითამაშებს პოლონეთის, სენეგალისა და კოლუმბიის ნაკრებთა წინააღმდეგ.
მუნდიალი 14 ივნისს დაიწყება, ასე რომ, ახალ მწვრთნელს მხოლოდ ორი თვე ექნება გუნდის მოსამზადებლად.