მთვარის „ბნელ მხარეს“ გაშვებული ჩინური ხომალდი მთვარის ორბიტაზე გავიდა
მთვარის „ბნელ მხარეს“ გაშვებული ჩინური ხომალდი მთვარის ორბიტაზე გავიდა

ჩინეთის ხომალდი, რომელიც მთვარის „ბნელ მხარეს“ უნდა დაჯდეს, ანუ იმ ნაწილში, რომელიც მუდმივად დედამიწის საპირისპირო მხარესაა მოქცეული — დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე წარმატებით გავიდა.

დედამიწიდან ხუთი დღის წინ გაშვებული ხომალდი Chang’e-4 მთვარის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე განთავსდა.

მისიის წარმატების შემთხვევაში, Chang’e-4 ისტორიაში პირველი ხომალდი იქნება, რომელიც მთვარის ე. წ. ბნელ მხარეში დაჯდება.

იგი მთვარის ზედაპირზე ივლის, გამოიკვლევს მის შემადგენლობას და რაც ყველაზე საინტერესოა, მებაღის საქმიანობასაც გასწევს. დედამიწიდან მას რამდენიმე მცენარის თესლი (მათ შორის კარტოფილის) და თუთის აბრეშუმახვევიას ჭუპრები გაატანეს. მავალი დააკვირდება, შეძლებენ თუ არა ისინი მთვარეზე გაზრდას.

დედამიწასთან კომუნიკაციისთვის, Chang’e-4 მთვარის ორბიტაზე წლის დასაწყისში გაყვანილ თანამგზავრს გამოიყენებს.

ჩინეთი ხომალდის დაჯდომის ზუსტ ადგილს, მაგრამ ცნობილია, რომ ის 2019 წლის იანვარში, სავარაუდოს კარმანის კრატერში დაეშვება.

ჩინეთი უკვე გეგმავს შემდეგ მისია Chang’e-5-საც. თუ ყველაფერი გეგმის მიხდვით წარიმართა, ჩინეთის პირველი მისია 2019 წლის ბოლოს დედამიწაზე მთვარის ქანების ნიმუშებს ჩამოიტანს.