მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შემდეგ, ერევანში, მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ [ვიდეო]
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შემდეგ, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი პრემიერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
შეკრებილები ხალხს მოუწოდებენ, ქუჩებში გამოვიდნენ.
„ჩვენ არ დავთმობთ მიწებს“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
მთავრობის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.