მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

12:19, 02.11.2020

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა, – ამის შესახებ მეზვრიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე წერს.

კორონავირუსით ინფიცირებულ დაცვის თანამშრომელთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. „კოვიდ-19“ დღეს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა.

მსგავსი