მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის მონაწილეები, რამდენიმე პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტები რჩებიან
მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის მონაწილეები, რამდენიმე პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტები რჩებიან

მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი რჩება, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებსა და ლგბტ თემს.

ცოტა ხნის წინ მათთან რამდენიმე სასულიერი პირი მივიდა  და მოუწოდა, ტერიტორია დაეტოვებინათ, რადგან, როგორც სასულიერი პირები ამბობდნენ, ისინი კონტრაქციის მონაწილეთა გაღიზიანებას იწვევდნენ, რაზეც „თბილისი პრაიდის” მხარდამჭერებმა უარი განაცხადეს.

ტერიტორიაზე იმყოფებიან კონტრაქციის მონაწილეები, რომელთა მხრიდანაც პერიოდულად ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები.

რაც შეეხება თავად „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს, მათ ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.

დატოვე კომენტარი