„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს [ფოტო]
„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს [ფოტო]

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. კონტრაქციის მონაწილეებმა ისინი შეძახილებით გააცილეს.

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები და წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ, სადაც მათ მიკროავტობუსები ელოდებოდნენ. მათ ე.წ. ყვითელი ავტობუსებით ტერიტორიიდან გასვლაზე უარი განაცხადეს.

მათი თქმით, ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება არ ნიშნავს უკან დახევას და გაგრძელდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს „თბილისი პრაიდის” გამართვა.