მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს [ფოტო]
მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს [ფოტო]

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ისინი ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერებისკენ გადასვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცვებმა არ მისცეს.

ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, უკვე 10-ზე მეტი პირია დაკავებული.

ამასთან, ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებმა ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ტერიტორიის ე.წ. ყვითელი ავტუბუსებით გასვლაზე უარი თქვეს.