„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს
„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა  მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამის შესახებ განცხადება „თბილისი პრაიდის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, ორშაბათიდან განახლდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, რათა დაიგეგმოს „თბილისი პრაიდის” კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხი.

„ამჟამად ვიშლებით, პოლიციასთან გვქონდა მოლაპარაკებები და გავალთ ტერიტორიიდან, პოლიცია კორიდორს გააკეთებს”, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე კომუნიკაცია ჰქონდათ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან.

„საჯარო სივრცეების დათმობას არ ვაპირებთ, ეს არ არის უკან დახევა. ვბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა თაბაგარმა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ე.წ. ყვითელი ავტობუსებით წასვლას არ აპირებენ.