მთავრობის ადმინისტრაციაში ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა [ფოტო]
მთავრობის ადმინისტრაციაში ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა [ფოტო]

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ნიკოლ ფაშინიანს ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა იმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები.

შეხვედრის დასრულებისთანავე კი, გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად სტუმრობს. ის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მეორედ ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.