მთავრობა მცირე სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებას გეგმავს
მთავრობა მცირე სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებას გეგმავს

მთავრობა მცირე სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებას გეგმავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.

მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად, ყველაზე მეტად სწორედ აღნიშნული სფერო ზარალდება.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, ზუსტად ვის შეეძლება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება, თურნავას თქმით, ამის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დღეიდან ოფიციალურად შეწყდა.  ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა. პუტინმა რუსეთის მთავრობას ასევე დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაებრუნებინათ. ამასთან, დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში რუსეთიდან საქართველოში საგზურები არ გასცენ.